ავტოაქტივი - დ. მელიქიშვილის მიერ შემოღებული ტერმინია. იგი უპირისპირდება მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმებს (ვნებითი პროფ. მელიქიშვილის კლასიფიკაციით გვაქვს მხოლოდ აღწერითი წარმოების ვნებითი გვარისა ("გაკეთებულ იქნა...") და ორგანული წარმოების შემთხვევაში, როცა სუბიექტი უსულოა ("იმალება/იძებნება... მაგ., ჩანთა ბავშვის მიერ...").
პასივისა და აქტივის ამგვარი გააზრების ფონზე დ. მელიქიშვილი გამოჰყოფს მესამე - ავტოაქტიური გვარის ფორმას.
ავტოაქტივები მოქმედების მდგომარეობას გამოხატავენ. მათი სუბიექტი თვითმოქმედია, თვითმოძრავია, მისი მოქმედება უკუმიმართებისაა, უკუქცევითია (ამ მოქმედების გამოხატვა გრაფიკულად წრით შეიძლებოდა, როცა მოქმედება წრეში ტრიალებს და უკანვე უბრუნდება მოქმედების ჩამდენს).
კლასიფიკაციის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე ასეთ ზმნებს ავტოტივები ეწოდა (ი. ზიცარს ეს ტერმინი გამოყენებული აქვს ბასკური უკუქცევითი ზმნებისათვის).
ავტოაქტივები შინაგანად შეიცავენ პირდაპირ ობიექტს და ამიტომ მათ არასრული კონსტრუქცია აქვთ (აკლიათ პირდაპირი ობიექტი, რომელიც კონტექსტის ცვლილების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაერთოს).
მაგ., თამაშობს ის _ ითამაშა მან, სწავლობს ის _ ისწავლა მან.
სამოქმედო ობიექტი შეიძლება გარეთ გამოვიდეს, ასე ვთქვათ, ამოტივტივდეს: თამაშობს ის (თავისთვის) _ თამაშობს ის მას (კალათბურთს), სწავლობს ის (თავისთვის) _ სწავლობს ის მას (გაკვეთილს), წუხს ის _ წუხს ის მას , ტირის ის _ ტირის ის მას.
მაშინ ამავე სტრუქტურის ზმნა პირდაპირ გარდამავალ მიმართებას გამოხატავს, სრული კონსტრუქციისად იქცევა და აქტივთა ჯგუფში გადადის. ასეთი ზმნები ლაბილური კონსტრუქციით ხასიათდებიან და მათ შეიძლება ლაბილურ-გარდამავალი ზმნები ვუწოდოთ: წუხს ის, ტირის ის, კანკალებს ის, მეფობს ის, თამაშობს ის და სხვ. ამ ტიპის ზმნები ბაზისური ფორმებია ა-წუხ-ებ-ს ის მას, ა-ტირ-ებ-ს ის მას, ა-კანკალ-ებ-ს ის მას, ა-მეფ-ებ-ს ის მას, ა-თამაშ-ებ-ს ის მას და სხვ. ფორმებისათვის, რომელთა სუბიექტის მოქმედებაც მიემართება პირდაპირი ობიექტისაკენ (ამიტომ იგი გრაფიკულად სწორი ხაზით შეიძლება გამოიხატოს (როცა მოქმედება სუბიექტს კი აღარ უბრუნდება, არამედ სამოქმედო ობიექტზე გადადის: S ------> O_dir).

Комментариев нет:
Отправить комментарий