ნებისმიერ ემპირიულ მეცნიერებაში და, კერძოდ, ენათმეცნიერებაში, საგნის ან მოვლენის დეფინიციისას დაცული უნდა იყოს იმანენტიზმის პრინციპი, ცნების დაყოფის ლოგიკური წესები, კლასიფიკაციის პრინციპის ერთიანობა, გამიჯნული უნდა იყოს დიაქრონიული (ისტორიული) და სინქრონიული ასპექტები.
კლასიფიკაციის ამ, თავისთავად ცხადი პრინციპების გაუთვალიწინებლობა და დარღვევა ენობრივი ფორმებისა თუ მოვლენების კვალიფიკაციისა და დეფინიციის გაურკვევლობას, ხშირ შემთხვევაში კი მცდარობასა და დეზინფორმაციასაც იწვევს.
ამ მხრივ ქართული ზმნის უღლებადი ფორმების სერიებად და მწკრივებად დაყოფის აკაკი შანიძისეული პრინციპი იდეალური მაგალითია იმისა, როდესაც კლასიფიკაციის ისტორიული, მორფოლოგიური და სინტაქსური პრინციპების დაცვა ერთსა და იმავე შედეგს (კლასიფიკაციას) იძლევა.
მაგრამ ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში რთული მდგომარეობაა ქართული ზმნის ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიების კვალიფიკაციის სფეროში, როგორიცაა გვარისა და ქცევის კატეგორიების დეფინიციის საკითხი და ამასთან დაკავშირებით ქართული ზმნის უღლებადი ფორმების ლოგიკურად კლასიფიკაციის პრობლემა, ზმნის პირის გამოხატვის სისტემა და ამასთან დაკავშირებული „ინვერსიის“ საკითხი და სხვ.
არნ. ჩიქობავამ აჩვენა, როგორ უნდა ყალიბდებოდეს სინტაქსური (გრამატიკული) ცნებები, თუ რა შეუსაბამობანი მოსდევს იმანენტიზმის პრინციპის დარღვევას (უგულვებელყოფას) გრამატიკაში (ეს არის პრინციპული მეთოდოლოგიური საკითხი, რომლის ანალიზსაც ეძღვნება მისი „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“, 1928, 1968).
ქართული ზმნის უღლების ტიპებად დაყოფისას იმანენტიზმის პრინციპის უგულვებელყოფამ, გრამატიკული (მორფო-სინტაქსური) კრიტერიუმების დარღვევამ და კლასიფიკაციის პრინციპად ევროპული ენების მსგავსად გვარის კატეგორიის მიღებამ რაც არა მხოლოდ ქართული ზმნის შემთხვევაშია საფუძველს მოკლებული) ქართული ზმნის უღლების უაღრესად ლოგიკური სისტემის დეფორმირებული სურათი მოგვცა, რამაც გამოავლინა შეუსაბამობა გვარისა და „ქცევის“ (ვერსიის) „გრამატიკული“ კატეგორიების სემანტიკურ დეფინიციასა და ფორმალურ კლასიფიკაციას შორის და, შესაბამისად, ზმნის ხმოვანპრეფიქსთა ფუნქციების არაადეკვატური განსაზღვრა გამოიწვია; ქართულ ზმნაში ინვერსიის მოვლენისადმი დიაქრონიული და სინქრონიული ასპექტით მიდგომის აღრევამ, ისტორიული მოვლენის სინქრონიული თვალსაზრისით კვალიფიკაციამ, ამავე დროს, ლოგიკური ცნება-ტერმინებით (სუბიექტი-ობიექტი) ოპერირებამ შედეგად მოგვცა თანამედროვე ქართული ზმნის პირის ნიშანთა ცხრილში ამ ნიშნების რეალური ფუნქციის არაადეკვატური ასახვა.

***
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს საჯარო ლექციას, რომელიც წაკითხულ
იქნა 1909 წლის 27 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (და განმეორებით _ 21 მაისს _ აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). მოხსენებაში დასმულია დიათეზის გრამატიკული (მორფო-სინტაქსური) კატეგორიის (რომელიც საფუძვლად უდევს ქართული ზმნის უღლების ტიპებად დაყოფას: დ. მელიქიშვილი, „ქართული ზმნის უღლების სისტემა,“ თბილისი, 2001), როგორც ქართული ზმნის უღლებადი ფორმების ძირითადი საკლასიფიკაციო პრინციპის საკითხი.
Комментариев нет:
Отправить комментарий