Показаны сообщения с ярлыком ქართული ზმნა / Georgian Verb. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ქართული ზმნა / Georgian Verb. Показать все сообщения

среда, 29 января 2014 г.

Dan Humphries: A New Approach to Understanding the Georgian Verb (2005)


 Combining an innovative root-based dictionary and a new system of classifying Georgian verbs morphosyntactically may be the key to understanding the notoriously complex Georgian verb.  A root-based dictionary better represents a verb's morphology vis-à-vis the more opaque traditional formats, and this new classificatory system better preserves the link between a verb's form and argument structure to account for how voice and version interact in the Georgian verb.

понедельник, 27 января 2014 г.

ავტოაქტივი (განმარტება)

ავტოაქტივი - დ. მელიქიშვილის მიერ შემოღებული ტერმინია. იგი უპირისპირდება მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმებს (ვნებითი პროფ. მელიქიშვილის კლასიფიკაციით გვაქვს მხოლოდ აღწერითი წარმოების ვნებითი გვარისა ("გაკეთებულ იქნა...") და ორგანული წარმოების შემთხვევაში, როცა სუბიექტი უსულოა ("იმალება/იძებნება... მაგ., ჩანთა ბავშვის მიერ...").

პასივისა და აქტივის ამგვარი გააზრების ფონზე დ. მელიქიშვილი გამოჰყოფს მესამე - ავტოაქტიური გვარის ფორმას.

ავტოაქტივები მოქმედების მდგომარეობას გამოხატავენ. მათი სუბიექტი თვითმოქმედია, თვითმოძრავია, მისი მოქმედება უკუმიმართებისაა, უკუქცევითია (ამ მოქმედების გამოხატვა გრაფიკულად წრით შეიძლებოდა, როცა მოქმედება წრეში ტრიალებს და უკანვე უბრუნდება მოქმედების ჩამდენს).

კლასიფიკაციის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე ასეთ ზმნებს ავტოტივები ეწოდა (ი. ზიცარს ეს ტერმინი გამოყენებული აქვს ბასკური უკუქცევითი ზმნებისათვის).

ავტოაქტივები შინაგანად შეიცავენ პირდაპირ ობიექტს და ამიტომ მათ არასრული კონსტრუქცია აქვთ (აკლიათ პირდაპირი ობიექტი, რომელიც კონტექსტის ცვლილების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაერთოს).

მაგ., თამაშობს ის _ ითამაშა მან, სწავლობს ის _ ისწავლა მან.

სამოქმედო ობიექტი შეიძლება გარეთ გამოვიდეს, ასე ვთქვათ, ამოტივტივდეს: თამაშობს ის (თავისთვის) _ თამაშობს ის მას (კალათბურთს), სწავლობს ის (თავისთვის) _ სწავლობს ის მას (გაკვეთილს), წუხს ის _ წუხს ის მას , ტირის ის _ ტირის ის მას.

მაშინ ამავე სტრუქტურის ზმნა პირდაპირ გარდამავალ მიმართებას გამოხატავს, სრული კონსტრუქციისად იქცევა და აქტივთა ჯგუფში გადადის. ასეთი ზმნები ლაბილური კონსტრუქციით ხასიათდებიან და მათ შეიძლება ლაბილურ-გარდამავალი ზმნები ვუწოდოთ: წუხს ის, ტირის ის, კანკალებს ის, მეფობს ის, თამაშობს ის და სხვ. ამ ტიპის ზმნები ბაზისური ფორმებია ა-წუხ-ებ-ს ის მას, ა-ტირ-ებ-ს ის მას, ა-კანკალ-ებ-ს ის მას, ა-მეფ-ებ-ს ის მას, ა-თამაშ-ებ-ს ის მას და სხვ. ფორმებისათვის, რომელთა სუბიექტის მოქმედებაც მიემართება პირდაპირი ობიექტისაკენ (ამიტომ იგი გრაფიკულად სწორი ხაზით შეიძლება გამოიხატოს (როცა მოქმედება სუბიექტს კი აღარ უბრუნდება, არამედ სამოქმედო ობიექტზე გადადის: S ------> O_dir).

суббота, 20 ноября 2010 г.

ქართული ზმნა / Georgian Verb

1.GEO: ინკლუზივ-ექსკლუზივის გამოხატვის ისტორიისათვის ქართულ ზმნაში. „მაცნე“ ფილოლოგიის სერია. 1977, 4, 159-166.
2.GEO: ქართული ზმნის უღლებადი ფორმების კლასიფიკაციისა და კვალიფიკაციის პრინციპებისათვის, ენათმეცნიერების საკითხები, 2008, I, გვ. 123-130 (მეორე საჯარო ლექცია, პირის ნიშნები დიათეზების მიხედვით).
3.GEO: ქართული ზმნის უღლებადი ფორმების კლასიფიკაციისა და კვალიფიკაციის პრინციპებისათვის, ენათმეცნიერების საკითხები, 2009, II, გვ.78-96 (I საჯარო ლექცია, დიათეზა, როგორც ქართული ზმნის  საკლასიფიკაციო პრინციპი).
4.ENG:On the Principles of Classification ofConjugated/Finite Georgian Verb Forms (In the Light of the Methodological Immanentism).
5. GEO: მეთოდოლოგიური საკითხები (//პრობლემები) ქართული ენის გრამატიკაში სახელისა და ზმნის მორფო-სინტაქსური ანალიზის მაგალითზე  / Methodological issues in the Georgian language grammar based on the morphosyntactic analysis of the noun and verb.